LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო ქართული ხაჭაპურით დაინტერესდა

82

ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე ქარტული რესტორნის “რედ კომპასის”  მენიუთი დაინტერესდა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ორქედის ქუჩაზე ლეო გადაღებებზე იმყოფებოდა. ვარსკვლავი ქართული სულგუნით დამზადებული ხაჭაპურის სუნმა რესტორანთან შეაჩერა.

„ლეონარდო დიკაპრიო ჩვენს გვერდზე ქუჩაზე გადაღებებზე იყო რამდენიმე კვირის წინ და ჩვენს ბილბორდთან გაჩერდა. დაინტერესდა ხაჭაპურით და გარედან უყურებდა. სამწუხაროდ, სურათის გადაღება ვერ მოვასწარით, თუმცა შემდეგ რესტორნის ფლაიერები დავუტოვეთ გადამღებ ჯგუფს. ინტერესი ჰქონდა ხაჭაპურის და უყურებდა,“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ კახი კოპალიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები