ლეონარდო დიკაპრიოსთვის უმჯობესი იქნება, ახალ გოგონასთან, ნინა აგდალთან ურთიერთობას მაქსიმალურად მოუფრთხილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საქმე ნინას ბებიასთან, ლონასთან ექნება, რომელიც დანიაში ცხოვრობს.
სანამ შვილიშვილი ზღვის სანაპიროზე ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად ნებივრობს, ბებია მას მუდმივად ადევნებს თვალს. ლონამ ლეო ჟურნალისტების საშუალებით გააფრთხილა, „ცუდად არ მოიქცეს“.
„ნინამ და ლეონარდომ ერთმანეთი ექვსი წლის წინ გაიცნეს, ახლა კი მათი ურთიერთობა სერიოზული გახდა. არ შევხვედრივარ ჯერ ლეოს, მაგრამ იმედი მაქვს, კარგი ურთიერთობა ექნება ნინასთან, სხვა შემთხვევაში, იძულებული ვიქნები, ჩავერიო და დიკაპრიოს საქმე ჩემთან ექნება,“ – განაცხადა აგდალის ბებიამ.