ლეონარდო დიკაპრიოს ორეულების არმია ყოველდღიურად იზრდება, მათ შორის არიან მოდელები, მაშველები… ახლა კი უკვე ოლიმპიელები.
რიოს ოლიმპიური თამაშების მაყურებლებმა სპორტსმენებს შორის დიკაპრიოს ორეული აღმოაჩინეს, ის ამერიკელი ბრეიდი ელისონი აღმოჩნდა. ოსკაროსანის ახლადაღმოჩენილი „ტყუპისცალი“ სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა.