LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდოს პუტინის როლის შესრულება სურს

100

საკუთარი კარიერის მანძილზე ლეონარდო დიკაპრიომ უამრავი სახე შექმნა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კიდევ დარჩა მისთვის სასურველი როლები. მსახიობმა განაცხადა, რომ სიამოვნებით შეასრულებდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის როლს.

დიკაპრიო პუტინს ერთხელ უკვე შეხვდა სანკტ-პეტერბურგში გამართულ ფორუმზე და ახლა კი ფიქრობს, რომ მასზე გადაღებულ ფილმში რუსეთის პრეზიდენტის როლი უნდა შეასრულოს.

„პუტინის როლის თამაში ძალიან საინტერესო იქნებოდა, სიამოვნებით დავთანხმდებოდი,“-განაცხადა მსახიობმა.
ვლადიმერ პუტინი ერთადერთი რუსი არ არის, ვისი როლის შესრულებასაც დიკაპრიო ისურვებდა. აღმოჩნდა, რომ მსახიობის სიამოვნებით იქნებოდა ფილმში ლენინიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები