რუსი მუსიკოსი ლეონიდ აგუტინი პირველად გამოეხმაურა ინფორმაციას ქალიშვილის გარდაცვალებაზე. მან მოარულ ხმებს ტყუილი უწოდა, ხოლო მის გამავრცელებლებს, – არაადამიანები: „იტყუებიან, ნაძირალები“ – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა აგუტინი.
შეგახსენებთ, რომ ლეონიდ აგუტინს ორი ქალიშვილი ჰყავს. პირველი ქალიშვილი მას 1996 წელს, მარია ვორობიოვასგან შეეძინა, ხოლო მეორე ლიზა, ანჟელიკა ვარუმისგან. სწორედ ლიზას გარდაცვალების შესახებ გავრცელდა მედიაში ცრუ ინფორმაცია.