გასულ კვირას, მოდელსა და დამწყებ მსახიობს, კამილა მორონეს 23 წელი შეუსრულდა. ეს თარიღი ვარსკვლავმა შეყვარებულთან, 45 წლის ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გაატარა. წყვილმა ეს დღე კამილას მეგობრებთან ერთად, მალიბუს სანაპიროზე აღნიშნეს.
სულ ცოტა ხნის წინ, ინსაიდერებმა გამომცემლობა People-ს აცნობეს, რომ დიკაპრიოსა და მორონეს ურთიერთობა თვითიზოლაციის პერიოდში უფრო დასერიოზულდა და გაღრმავდა.
„ზოგადად, ლეო ძალიან დამოუკიდებელია და დროის გატარება მეგობრებთან ერთად უყვარს. პანდემიის პერიოდში მან კამილასთან ძალიან დიდი დრო გაატარა, ლეოს მასთან ყოფნა სიამოვნებს”, -აცხადებენ ინსაიდერები.
შეგახსენებთ, მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა. საზოგადოება წყვილის 23 წლიან ასაკობრივ სხვაობაზე ბევრს საუბრობს, თუმცა, წყვილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
კამილა მორონემ ლეონადრო დიკაპრიოსთან 23 წლიან ასაკობრივ სხვაობაზე კომენტარი გააკეთა
კამილა მორონემ აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა. საქმე ისააა, რომ მასსა და ლეოს შორის 23 წლიანი ასაკის სხვაობა საზოგადოებაში ჯერ კიდევ განხილვის საკითხად რჩება