რეპერი ლექს-სენი ჟურნალ „გზასთან“ ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ აქ არანაირი ფაბრიკაცია არ არის:
„ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ხალხის რეაქცია, აქციების მოწყობა ადეკვატურია, რადგან მგონი, ამ ქვეყანაში ადამიანების უფლებები ნომერ პირველი დასაცავია.
ჩანაწერების ავთენტურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, თავისთავად, სასაცილოა: თუ წინა პერიოდში სხვა ჩანაწერები ავთენტური იყო, რატომ არ შეიძლება, რომ ესეც ავთენტური იყოს? ადამიანი ხვდები, რომ აქ არანაირი ფაბრიკაცია არ არის – საკმაოდ დიდი ფრაზებია. შეიძლება, რაღაცები, ასე ვთქვათ, დამონტაჟებული იყოს, მაგრამ საუბრის შინაარსში ტყუილი არ არის. შექმნილი სიტუაცია იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მთელი 9 წელი მარაზმში ცხოვრობს…“