LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი: ირაკლი ღარიბაშვილი

99
ღარიბაშვილი - ლაშქარავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, ერთადერთი დესტრუქციული ძალა – სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი სპეკულირებს.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ატეხილი ერთგვარი აჟიოტაჟი აბსოლუტურად მიუღებელია და ყველა ვინც ახლა მის გარშემოა გაერთიანებული, სააკაშვილის პოლიტიკას ატარებს.

ყველას დავსჯით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ყველა ძალადობის ფაქტს მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ: ირაკლი ღარიბაშვილი

„ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ – ჩვენს საზოგადოებაში ატეხილ ერთგვარ აჟიოტაჟს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, არის პოლიტიკური აქტი. ვუსამძიმრებ მედიის ყველა წარმომადგენელს კოლეგის გარდაცვალებას. რა თქმა უნდა, ეს, ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება. ამით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ვინც ახლა მის გარშემოა გაერთიანებული, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პოლიტიკას ატარებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g