LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლესტერი ევროპულ ზღაპარს წერს

74

„ლესტერის“ სასწაული გრძელდება. ინგლისის ყველა დროის ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონი ახლა ევროპულ ზღაპარს წერს. „ლესტერი“ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდშია. ინგლისურმა გუნდმა მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში ესპანური „სევილია“ 2:0 დაამარცხა და გზას განაგრძობს. ზღაპარი „ლესტერზე“ ზედგამოჭრილი ნათქვამია. არა მარტო იმიტომ, რომ „სევილიას“ დამარცხება შეგიძლია, უბრალოდ მართლაც ზღაპრული გამართლებაა, როდესაც მეტოქე მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე პენალტს გააფუჭებს.
“ლესტერს” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შინ ჯერ არ წაუგია.

“ლესტერ სიტი” – “სევილია” 2:0 (1:0)

ლესტერი, “კინგ ფაუერ სთედიუმი”, 30 000 მაყურებელი

“ლესტერ სიტი” (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი; მაჰრეზი (ამარტეი 90), დრინკუოთერი, ნდიდი, ოლბრაიტონი; ვარდი, ოკაზაკი (სლიმანი 64)

“სევილია” (3-4-2-1): სერხიო რიკო; მერკადო (მარიანო 46), პარეხა, რამი; სარაბია (იოვეტიჩი 46), იბორა, ნ’ზონზი, ესკუდერო; ვიტოლო, ნასრი; ბენ იადერი (კორეა 68)

გოლები: 1:0 მორგანი (27), 2:0 ოლბრაიტონი (54)

გაფრთხილება: ვარდი (74), შმეიხელი (79), ნდიდი (84), მაჰრეზი (89) – ნასრი (18, 74), ვიტოლო (59)

გაძევება: ნასრი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 11 (5) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 2:10 თამაშგარე: 2:0

კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ტურინის „იუვენტუსის“ საკითხი. „ბებერმა ქალბატონმა“ მართალია მოკრძალებული ანგარიშით, მაგრამ მშვიდად გაიარა „პორტოს“ ბარიერი და ახლა მეოთხედფინალში უფრო ძლიერ მეტოქეს დაელოდება.
წილისყრა პარასკევს, 17 მარტსაა.

ტურინელებმა ევროტურნირებზე ზედიზედ 21-ე თამაში ჩაატარეს წაუგებლად საკუთარ მოედანზე (12 მოგება, 9 ფრე).

“იუვენტუსი” – “პორტუ” 1:0 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”, 40 000 მაყურებელი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, ბენატია (ბარძალი 60), ალექს სანდრო; ხედირა, მარკიზიო; კუადრადო (პიაცა 46), დიბალა (რინკონი 78), მანჯუკიჩი; იგუაინი

“პორტუ” (4-1-3-2): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, ლაიუნი; დანილო; ანდრე ანდრე, ოლივერ ტორესი (ოტავიო 70), ბრაჰიმი (დიოგო ჟოტა 67); სოარეში, ანდრე სილვა (ბოლი 46)

გოლი: 1:0 დიბალა (42, პენ)

გაფრთხილება: კუადრადო (12) – ლაიუნი (30), ანდრე ანდრე (36)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 6 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 1:0

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები