„ლესტერის“ ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს უფასო ლუდით გაუმასპინძლდება. კლუბს სურს, რომ ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს. „Bleacher Report”-ის ინფორმაციით, 29 დეკემბერს „ლესტერი“ „მანჩესტერ სიტის“ ხვდება და კლუბს გვერდში დგომა განსაკუთრებულად სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქცია „ლესტერმა“ გასული სეზონის ბოლო მატჩის დროსაც მოაწყო, რითაც გულშემატკივართა დიდი მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, ”მელიები” მოულოდნელად სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და მდევარ ”არსენალს” ორი ქულით უსწრებენ.
