ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის მთავარ მატჩში ერთმანეთს ლიდერები შეხვდნენ – მანჩესტერში, „ეტიჰადზე“ „სიტიმ“ „ლესტერი“ მიიღო და გამარჯვების შემთხვევაში მას ქულებით გაუთანაბრდებოდა. თუმცა, ევროპული ფეხბურთის უდაო აღმოჩენამ და სენსაციამ „ლესტერმა“ კიდევ ერთხელ მორიგი საოცარი სიურპრიზი მოუწყო თავის გულშემატკივრებს და ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ულაპარაკო გამარჯვება მოიპოვა – 3:1, რითაც ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.
მატჩის მოთამაშედ ორი გოლის გამტანი ჰუთი დაასახელეს, თუმცა ძალიან აქტიური და კარგი იყო მთავარი მეგოლე ჯეიმი ვარდიც და რა თქმა უნდა ცალკე უნდა აღინიშნოს რიად მაჰრეზი და მისი მომაკვდინებელი გოლი, რომლის შემხედვარე მიხვდება კიდეც კაცი თუ რატომ იგებს ეს გუნდი ამდენს.
ლესტერშირელი მელიები უკვე გმირები არიან, მაგრამ მთავარი ახლა იწყება. გაუძლებენ და მიცუნცულდებიან თუ არა ისინი ფინიშის ბოლომდე… პრემიერლიგა რაღაც დიდი და დაუჯერებელი სასწაულის მოლოდინში გაირინდა.
https://www.youtube.com/watch?v=BhQK0XoRZJg