LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეტიცია კასტა Saint Laurent-ის რეკლამაში

176

Saint Laurent-ის ახალი სახე 39 წლის ლეტიცია კასტაა. ბრენდმა პირველი კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოებზე, რომლებიც დევიდ სიმსმა გადაიღო, ფრანგი მოდელი და მსახიობი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში პოზირებს: ხავერდის ქვედაბოლო თასმებზე და ბეწვის მოსაცმელი, კუბოკრული პერანგი და ფუმფულა ფეხსაცმელი.

ლეტიცია კასტა ერთადერთი მოდელი არ არის, რომლიც Saint Laurent-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. წინათ მარკამ ზოი კრავიცისა და ვინსენტ ჰალოს კადრებიც გამოაქვეყნა.

გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება Saint Laurent-ის კრეატიულმა დირექტორმა ენტონი ვაკარელომ ეიფელის კოშკთან გამართა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები