LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბეჟაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინგლისურის არცოდნის გამო, პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება

138
ფორტუნა - 2023-04-18T133812.480

ნიკა მელიას მიერ გახსნილი ახალი ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ცალკე ოფისი პარტიულ სტრუქტურად ვერ მოიაზრება და ის, შესაძლოა, პირადი ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს.

ნიკა მელია: ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი ცალკე ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ და ვერ დაფინანსდება. პარტიას აქვს ცენტრალური და რეგიონალური ოფისები. პარტია ერთიანი, სტრუქტურული ორგანიზმია, პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე, სამდივნო და აღმასრულებელი ორგანოები.

ამიტომ, ცალკე რაიმე სეპარატისტული ოფისების შექმნა შეიძლება ემსახურებოდეს პირადი ეგოს დაკმაყოფილებას – ოფისი, კაბინეტი და ა.შ. მაგრამ პარტიის სტრუქტურად ეს ვერ მოიაზრება.

ნებისმიერი თავდასხმები „ნაციონალურ მოძრაობაზე“, სეპარატიზმი, ბუნებრივია, არ ემსახურება პარტიის ინტერესებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ გავითავისოთ, რომ არჩევნები დამთავრდა. პარტიას ხელმძღვანელი ორგანოები ჰყავს. მოსწონს ეს ვინმეს თუ – არა, ეს დადგენილი წესია, რომელსაც პარტიის ყველა წევრი უნდა დაემორჩილოს”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბაჩო დოლიძე: ვანო მერაბიშვილის პოზიციას თუ არ იზიარებ ან არ ხარ კეზერაშვილის ნათესავი, პარტიაში არ გიშვებენ

"ჩავთვალე, რომ, პირიქით, გაუხარდებოდათ, ოპოზიცია ამით ძლიერდება, კიდევ ერთი ოფისი ემატება"

რაც შეეხება პარტიის ზოგიერთი წევრის მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ბეჟაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სუბიექტებისგან სეპარატიზმის მცდელობაა, რადგან ისინი არჩევნების შედეგებს ვერ ეგუებიან.

„ადამიანები უნდა შეეჩვიონ იმას, რომ არჩევნებმა გადაწყვიტა პარტიის ხელმძღვანელობის და თავმჯდომარის ლეგიტიმურობის საკითხი. ცალკე ოფისების ნოსტალგია გვერდზე უნდა გადაიდოს და ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ერთიანობისთვის. თავდასხმები, სეპარატიზმის მცდელობა მომდინარეობს სხვა სუბიექტებისგან და ისინი არ ეგუებიან არჩევნების შედეგებს. ამიტომ საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე. უნდა მიიღონ არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ სხვა პოლიტიკური გეგმები აქვთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს ვერ შეუშლით“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გარდა ამის, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ინგლისური ენის არცოდნის გამო პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება და ამ პოსტზე ლევან ბეჟაშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურები განიხილება“ და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია რეალობასთან შეუსაბამოა.

„ინფორმაციას არ ვადასტურებ, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან და არ ვიცი, რას ემსახურება ამ საკითხის წინ წამოწევა”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ – პარტიას უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე ჰყავს, სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის ინტერესებს, მოვუწოდებთ ყველას, შეეგუონ არჩევნების შედეგებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g