LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია

157
ნიკა მელია

„გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

გია ცაგარეიშვილი: ვერავითარი ელექტორალური მომავალი ვერ ექნება ვერც მელიას შექმნილ პარტიას, ვერც ვაშაძის, ბოკერიას, ჯაფარიძის, ხოშტარიას თუ ა.შ. – ყველა ერთი დიდი ბუდიდან გადმოვარდნილი კვერცხებია

„ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ,

(რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით) არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

სწორედ ამ „ყრილობის“ შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო.

ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში.

სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს.

ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!“, – წერს ნიკა მელია.

 

გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო.ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ…Posted by Nika Melia / ნიკა მელია on Monday, 17 April 2023

 

ბაჩო დოლიძე: ვანო მერაბიშვილის პოზიციას თუ არ იზიარებ ან არ ხარ კეზერაშვილის ნათესავი, პარტიაში არ გიშვებენ

„არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით“ – ბაჩო დოლიძე ლევან ხაბეიშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g