LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ცაგარეიშვილი: ვერავითარი ელექტორალური მომავალი ვერ ექნება ვერც მელიას შექმნილ პარტიას, ვერც ვაშაძის, ბოკერიას, ჯაფარიძის, ხოშტარიას თუ ა.შ. – ყველა ერთი დიდი ბუდიდან გადმოვარდნილი კვერცხებია

130
Untitled design (3)

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „ვერავითარი ელექტორალური მომავალი ვერ ექნება ვერც მელიას შექმნილ პარტიას, ვერც ვაშაძის, ბოკერიას, ჯაფარიძის, ხოშტარიას და ა.შ. რადგან ეს ყველა ერთი დიდი ბუდიდან გადმოვარდნილი კვერცხებია“.

როგორც გია ცაგარეიშვილი აცხადებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ ადამიანს, ქართულ პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი პირდაპირ გადის მოლოტოვის კოქტეილზე, როგორც ჩანს, ადამიანები დროდადრო მიხვდებიან ხოლმე, რომ ამ პარტიის წიაღში შეუძლებელია მხოლოდ ძალადობაზე, მხოლოდ ქვეყნის დაქცევაზე, განადგურებაზე საუბარი და გარკვეული საზოგადოებისა ჩამოტყდება ამ პარტიას. ასეთი მრავალი იყო. გავლენ რაღაც პარტიას შექმნიან. ვერავითარი ელექტორალური მომავალი ვერ ექნება ვერც მელიას შექმნილ პარტიას, ვერც ვაშაძის, ბოკერიას, ჯაფარიძის, ხოშტარიას თუ  ა.შ. ეს ყველა ერთი დიდი ბუდიდან გადმოვარდნილი კვერცხებია და ეს ადამიანები არიან თავიანთი დედა პარტიის შუქჩრდილში. ასე ჭკნებიან და ჭკნებიან წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე, იგივე პერსპექტივა ელოდება ბატონ მელიას და ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც გამოეყოფა თუ არ გამოეყოფა ამ ავაზაკთა დიდ გუნდს. გამშველებელს საქართველოში ყველაზე მეტი ხვდება, ამიტომ მე ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ, არავითარი სურვილი არ მაქვს, როგორც უნდათ ისე დაიშალონ, რამდენი ოფისიც უნდათ, გახსნან. აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან კარგი, ნამდვილად არ მეწყინება, მაგრამ არავითარი პერსპექტივა იქიდან წამოსულს ქართულ პოლიტიკაში არ აქვს. ესენი არიან ქართული პოლიტიკისთვის კეთროვანი ხალხი და ტოქსიკური ადამიანები. როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ჯერჯერობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა, უპირებს ამ ხალხს გაგდებას კარიდან. მეორე ნაწილი, რომელიც კარიდან გააგდეს, აპირებს იმავე ოფისში ფანჯრიდან გადაძვრეს. მე არც ამ ადამიანების გულწრფელობის მწამს, მაგათი ნაპარტიზანარი არ გაიშვას. ერთადერთი, რაც შეუძლიათ ნიღბის გაკეთება და პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლაა, თანაც კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ჯიბიდან ამოცლილი ევროებით კეთდება ეს კოქტეილები“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g