LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბეჟაშვილი: „როგორც ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე“

170
ლევან ბეჟაშვილი და ანრი ოხანაშვილი

„როგორც ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, გადაწყვეტილებები უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორსა და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს.

„როგორც ჩანს ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ რაიმე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე.

სასამართლოში არავითარი კლანი არ არსებობს – ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ „კლანს“ – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.

ამიტომ ეს გადაწყვეტილებები, მათ შორის უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორზე და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, უნდა მიიღოს ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა. სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება ხელისუფლების უზურპაციას“. – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

mazda magti 5g