LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი: “საფრანგეთში წიგნისა და ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე წარვადგინე ჩემი წიგნის, „წმინდა წყვდიადის“ ფრანგული თარგმანი, ძალიან კარგად მიმიღეს, წიგნის ყველა ეგზემპლარი გაიყიდა”

234
14714998_1233022913421537_4208743653171473089_o

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ბერძენიშვილი წერს, მან საფრანგეთში, ბრეტანში წიგნისა და ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინა საკუთარი წიგნის, „წმინდა წყვდიადის“ ფრანგული თარგმანი.

ფესტივალის ფარგლებში კი, წიგნის ყველა ეგზემპლარი გაიყიდა.

“ჩემო საყვარელო მეგობრებო! 4-6 ივნისს საფრანგეთში, ბრეტანში, შუა საუკუნეების ქალაქ სენ მალოში გამართულ წიგნისა და ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც ეწოდება Étonnant Voyageurs („გაოცებული მოგზაურები“) დაინტერესებულ მკითხველებთან თერთმეტ შეხვედრაზე წარვადგინე ჩემი წიგნის, „წმინდა წყვდიადის“ ფრანგული თარგმანი. ძალიან კარგად მიმიღეს. ფესტივალის დღეებში იქ ჩატანილი წიგნის ყველა ეგზემპლარი გაიყიდა,” – წერს ლევან ბერძენიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები