ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ფრაქცია ”რესპუბლიკელებისთვის” “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები მისაღებია.
”ვინაიდან ვენეციის კომისიის მოსაზრებების ნაწილი გათვალისწინებულია და ვინაიდან ეს არის პოლიტიკური კულტურის საკითხი, ყველაფერთან ერთად, ყველა ვეტოს დაძლევა და კუნთებზე ყურება არ არის ყველაზე მთავარი. ჩვენ არ ვაპირებდით ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას და თუ კვლავ დადგება ეს საკითხი, კვლავ არ დავაპირებთ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ამ წუთებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მომზადებული შენიშვნებია.