LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი China Huadian Corporation-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

138
ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთში ელექტროენერგიის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის China Huadian Corporation-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

მხარეებმა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განიხილეს. საუბარი წარიმართა მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზეც, მათ შორის, ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველოში იგეგმება და ამ პროცესში ჩინური კორპორაციის მოწვევის შესაძლებლობაზე.

China Huadian Corporation ჩინეთში ლიდერია ქარის, მზის, ჰიდროენერგეტიკისა და ბიომასის ენერგიის პროექტების მზარდი პორტფელით. კომპანია აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g