პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და პროგნოზები, აგრეთვე მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკს, საქართველოსთან 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ციფრული ეკოსისტემის, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განხორციელებული აქვს 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია.
ამჟამად საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა.