LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები გავაღრმაოთ

123
ლეო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

ლევან დავითაშვილმა სავაჭრო პალატის წევრებს ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო, მათი განვითარების სურათი და დინამიკა, ასევე, სტრატეგიული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ  პროექტების მიმდინარეობა. 

მისი თქმით, სექტორების კუთხით, ეკონომიკური ზრდა განაპირობა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტირებისა და შენახვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორებში.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პირველადი ეკონომიკური სტრატეგია მიმართულია ევროკავშირთან და აშშ-თან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. მისი თქმით, არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-საქართველოს ურყევი პარტნიორობა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

„შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ტოპ 5 სავაჭრო პარტნიორებს შორისაა. კერძოდ, მას მე-4 ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვაში 10%-იანი წილით. ასევე, აშშ-ის წილი FDI-ში 9%-ს შეადგენს. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკიდან შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა. ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ კომპანიებს შეერთებულ შტატებში, გავაცნოთ მათ საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობები. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ და გავაღრმაოთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები აშშ-ს ბიზნეს-საზოგადოებასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები