LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წელს გმირები ფერმერები, მაღაზიის თანამშრომლები და მძღოლები არიან”

69
unnamed

„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველი წლის 17 ოქტომბერს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორისაა საქართველოც. ამ დღის იდეა მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების, სოფლად სიღარიბის დაძლევას და სოფლის მოსახლეობის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანეს მიზნებს ისახავს, რომელთა მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი გზა, სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტ ადამიანს, სასარგებლო საკვებზე ხელი არ მიუწვდება. მათი ინფორმაციით, ეს რიცხვი 2050 წლისთვის 10 მილიარდს მიაღწევს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის სურსათზე მოთხოვნას. ამ გამოწვევას კი წელს COVID-19-ის პანდემია დაემატა.

FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა განაცხადა:

„ეს წელი პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მძიმე გამოდგა, ამიტომ გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ქართველ ფერმერებს, მცირე მეწარმეებსა და ვეტერინარებს, რომლებიც უმკლავდებიან პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, აგრძელებენ საკვების წარმოებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას. „მსოფლიო სურსათის დღე” წელს სურსათის გმირებს ეძღვნებათ. სურსათის გმირებად კი ფერმერები, სურსათის მაღაზიის თანამშრომლები და სურსათის გადამზიდი მძროლები ითვლებიან.“

წელს FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიოსთან ერთად „მსოფლიო სურსათის დღეზე” FAO-ს დაარსების 75-ე იუბილეს და საქართველოში FAO-ს მოღვაწეობის 25-ე წელს აღნიშნავს.

„75 წელია გაერო ზრუნავს მსოფლიო სასურსათო უსაფრთოებაზე და უზრუნველყოფაზე, რაც COVID_19 -ის პირობებში უფრო აქტუალური გახდა. მინდა მსოფლიო საზოგადოებას მივულოცო ეს დღე. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი გაეროს კალენდარში. განსაკუთრებული დღე, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე. ვზრუნავთ იმაზე, რომ მსოფლიო იყოს შიმშილის გარეშე”, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO მთელს მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს, გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g