LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ნოემბერს პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ შეჯამდება

119
New Project

14 ნოემბერს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ შედეგებს შეაჯამებენ.

აღნიშნულმა ინიციატივამ საქართველოში ხელი შეუწყო ისეთი მიმართულებების განვითარებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში განხორციელდა. ამ პროცესში გაეროს ოთხი სააგენტო იყო ჩართული: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ღონისძიებას დაესწრებიან: კატალინ გერმანი – ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე, გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დაგლას უები – UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, ხავიერ სანს ალვარესი – FAO-ს პროგრამის კოორდინატორი, გიორგი ანდღულაძე – UNIDO-ს პროექტების ეროვნული კოორდინატორი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი – IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს კერძო სექტორისა და ბიზნეს კლასტერების წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები