LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

157
00

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ნამოსახლარის „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ლევან დავითაშვილი სოფელ იმირში კულტურის და სპორტის მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან თეა წულუკიანთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან ერთად იმყოფებოდა. 

სოფელ იმირის „გადაჭრილი გორა“ საქართველოში მიწათმოქმედების უძველესი ძეგლია, რომელიც ძვ.წ. VI-V ათასწლეულებით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ გარდა საყოფაცხოვრებო არქეოლოგიური ნიმუშებისა, იქ აღმოჩენილია მცენარეთა თესლის და ყურძნის წიპწის ნიმუშები, რაც იმ პერიოდში მებაღეობა-მევენახეობის კულტურის არსებობაზე მეტყველებს. საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის შენარჩუნების მიზნით „გადაჭრილ გორაზე“ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს იქნება ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალება, რომელიც არამხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში, მთლიანად საქართველოს მასშტაბით მიზიდულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება.

„ამ პროექტის ფარგლებში უწყებათაშორისი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს და საშუალება გვექნება, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, „ღია ცის ქვეშ მუზეუმი“ გაიხსნას და ტურისტები მოვიზიდოთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 „გადაჭრილი გორას“ პროექტი ითვალისწინებს საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობას, შემდეგ იგეგმება მუზეუმის გაკეთება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის და დამატებითი ტურისტული ატრაქციების მოწყობა. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი კერძო სექტორს და ბიზნესს ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „გადაჭრილი გორა“ არამხოლოდ სამეცნიერო კუთხით შენარჩუნდეს – კონსერვაციის მიზნით, არამედ მისი ტურისტული პოტენციალის გამოყენება მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები