LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

115
ლევან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის სტაბილურობის, წარმატებისა და განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკისთვის და, ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

„საბანკო სექტორს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმატებაში წამყვანი როლი გააჩნია. ვხედავთ, რომ ეს სექტორი არა მხოლოდ იზრდება, არამედ უფრო ინოვაციური და კონკურენტუნარიანი ხდება გლობალურადაც. საქართველოს შეუძლია იყოს რეგიონის ფინანსური ცენტრი“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია საფინანსო და საბანკო სექტორთან. მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ პანდემიისა და გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას ახერხებს, საბანკო სექტორთან წარმატებული დიალოგისა და თანამშრომლობის შედეგია.

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის დიალოგი, რომელიც საქართველოს მთავრობას, ეკონომიკურ ბლოკს კერძო სექტორთან გააჩნია, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ უფრო მსუბუქად გადავიტანოთ  გარეშოკები, რომლებიც არაერთხელ ყოფილა ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით პირველი ქართული ბანკის – „სათავადაზნაურო ბანკის“ დაარსების 125 წლისთავისა და მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 163-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა და უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები