LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა 

112
ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მარტონ ნადისთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები და ამ კუთხით გასატარებელი სამუშაოები იყო ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების პირველი პირების საუბრის ძირითადი თემა.

როგორც ორივე მხრიდან აღინიშნა, ქვეყნებს სხვადასხვა სექტორული მიმართულებით პარტნიორობის დიდი რესურსი და პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობები სრულად რეალიზდეს.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს. როგორც აღინიშნა, ეს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, მათ შორის ევროპის ენერგოსისტემის უსაფრთხოების თვალსაზრისით – მან ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მისი რეალიზების მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g