LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დოლიძე: „ცინიზმია „ოცნების“ მცდელობა, რომ დასავლეთზე შეტევა პრინციპულობად და ეროვნული ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს

52
Untitled design (3)

ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე დასავლეთთან მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას აფასებს.

როგორც დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, ცინიზმია მმართველი გუნდის მცდელობა – დასავლეთზე შეტევა ეროვნული ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს:

„ცინიზმია „ქართული ოცნების“ მცდელობა, რომ დასავლეთზე შეტევა პრინციპულობად და ეროვნული ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს!

კიდევ უფრო ცინიკურად გამოიყურება მთელი ამ პროცესის დრამატურგია. სუვერენიტეტის დაცვა პროპაგანდით და ზურგს უკან ამოფარებით არ ხდება. ამაში არც ქართულია არაფერი, არც სახელმწიფოებრივი და არც პრაგმატული‼️ სულ სხვა რამეს გვასწავლის ჩვენი ისტორია!

ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, აზიანებს არა მხოლოდ ქვეყნის პერსპექტივას, რომ შევძლოთ კონკრეტული სტრატეგიული ამოცანების მიღწევა, არამედ ათწლეულების განმავლობაში ნაშენებ ფუნდამენტს და ქვეყნის მომავალს‼️

იმედი მაქვს, კამპანიის არაცნობიერი აქტორები, რომლებიც ცდილობენ თავადაც დაიჯერონ ის რაზეც საუბრობენ, გვიან მაინც დაფიქრდებიან, თუ რა შედეგებამდე მიჰყავთ ამ ყველაფრით ჩვენი ქვეყანა‼️“, – წერს სოციალურ ქსელში ლევან დოლიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები