ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვებთ”, შესრულებული როლისთვის, ქართველი მსახიობი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ევროპის 2020 წლის ამომავალ ვარსკვლავთა ათეულში მოხვდა. ლევან გელბახიანს ათეულის სხვა მსახიობებთან ერთად ფესტივალის ჯილდო გადაეცა.
ამომავალ ვარსკვლავთა ათეულის დაჯილდოება ბერლინალეზე დღეს გაიმართა.
ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავია
https://www.facebook.com/berlinale/videos/2585804818355719/
შეგახსენებთ, რომ 8-10 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში შვედურ-ქართული ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ აჩვენეს. პრემეირას თან დიდი ვნებათაღელვა ახლდა. კინოთეატრების წინ „ქართველთა მარში“ და ლევან ვასაძის მომცრეები შეიკრიბნენ და ფილმის ჩვენება გააპროტესტეს.
“გვითხრეს, რომ ტრადიციული ფილმის გადაღებები იყო” – არასრულწლოვნის მშობელი აცხადებს, მისი შვილი ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” მოტყუებით გადაიღეს
BBC-მ ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” თებერვლის თვეში სანახავ 10 ფილმს შორის დაასახელა
კინოთეატრებთან მაყურებლების დასაცავად პოლიციელების კორდონი მოეწყო, პირველ დღეს კი სპეცრაზმის ცართვაც გახდა აუცილებელი. კინო „ამირანთან“ აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა, რომელსაც თავში, თვალტან ახლოს ქვა მოხვდა. მას რვა ნაკერი დაადეს. ანა სუბელიანი კინოში ფილმის სანახავად იყო მისული.
ფილმი მოგვითხრობს ქართულის ორ მოცეკვავე ბიჭზე, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდებათ…