LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან გოგიჩაიშვილი: „ჩვენ კომისიას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას „ნაცებს“… რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას

106
ლევან გოგიჩაიშვილი

„13 წლით დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანია არა „ნაცების“ დანაშაულებზე სამართლიანობის აღდგენა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის, სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ განწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრის დროს განაცხადა.

თეა წულუკიანი: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს“

ლევან გოგიჩაიშვილის სიტყვებით, კომისია რომ ფარსია და არ აპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიციელების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გააუბედურეს საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

„ბოლო დღეებია, თვალს ვადევნებთ „ოცნების“ მორიგ ფარსს, მორიგ სიყალბეს, კარიკატურული ე.წ საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია არალეგიტიმურმა პარლამენტმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევით შექმნა. ცინიკურია ფაქტი, რომ „ოცნებამ” კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი „ნაცი“ – ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი იყო. ალუდა ღუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას კუდ-ის ადვოკატი, თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ელჩად სომხეთის რესპუბლიკაში და ტრაგიკულია ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეებთან…

ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, რომ მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობდნენ..

დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი, დიახ, ამ ქვეყანაში დაზარალებულებმა უნდა აღიდგინონ საკუთარი უფლებები და დაიბრუნონ საკუთარი ქონებები, დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს ივანიშვილის რეჟიმის სამსახურში არიან. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას „ნაცებს“. რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას.

ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ბესო ხარძიანის მოსამართლე, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში არის ლელა ნოზაძე და ის ივანიშვილმა გაამწესა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის გააკოტრა არის ლაშა ქოჩიაშვილი და ივანიშვილმა უვადოდ დანიშნა უზენაესს სასამართლოში. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის ციხეში გაუშვა არის მზია ლომთათიძე და ის ბიძინამ დანიშნა უვადო მოსამართლედ.

ჩვენ ვეტყვით მოსახლეობას იმ სიმართლეს, რომ ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე, რომელიც არეკეტებდა ქართველ ბიზნესმენებს, დღეს არის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე.

გურამ მაჭარაშვილი: „კომისია ბოლომდე მოიძიებს მტკიცებულებებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, გაუქმების საფუძველი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g