LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი: „ნაციონალური მოძრაობა” არის „ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, არ მიკვირს, რომ EPP-დან მათი მხარდამჭერი განცხადებები იქნება

84
ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა პროცედურა ისე უნდა წარიმართოს, რომ კითხვები არ დარჩეს არავის, მათ შორის არც ევროპარლამენტარებს.

„პირველ არხთან“ საუბარში ლევან იოსელიანი ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა.

ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დარჩნენ პარლამენტში, რათა ოპოზიციამ და მთავრობამ სასამართლო რეფორმის საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად იმუშაონ

იოსელიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ტელევიზორის შეტანიდან დაწყებული, სასამართლო პროცესებით დასრულებული, პროცესი იმდენად გამჭვირვალე და დემოკრატიული უნდა იყოს, რომ კითხვა და ეჭვი არავის არ უნდა დარჩეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, შესაბამისად, არ მიკვირს, რომ EPP-დან “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი განცხადებები იქნება, თუმცა ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაში არის სიმართლე და ეს  ეხება წინასაარჩევნო პერიოდს.

წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით მათ კრიტიკას ვიზიარებ, რადგან იყო მთელი რიგი პრობლემები რაც დაკავშირებული იყო მოსყიდვასთან, ზეწოლასთან.

გამოწვევაა, რომ ეს საკითხები ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ შევამციროთ ადმინისტრაციული რესურსის დაწოლა მოქალაქეებზე.

არჩევნების დღე იყო სრულიად გამჭვირვალე და საარჩევნო უბნების 10 პროცენტის გადათვლამ აჩვენა, რომ აცდენა არ იყო”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ხარვეზები არჩევნების მე-2 ტურამდე უნდა გამოსწორდეს: ევროპარლამენტარები თვითმმართველობის არჩევნებზე

პოპულალურები