საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვარშავის სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო მხარს უჭერს იმ რეფორმებს, იმ წარმატებას, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.
“ნატო მზად არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით მხარდაჭერა გააძლიეროს. ნატო უფრო მეტად არის საქართველოში თავისი შესაძლებლობებით, თავისი წვრთნებით, პროგრამებით“, – განაცხადამან.
შეხვედრაზე მან ნატოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტნიორებთან ერთად 4-წლიანი სტრატეგიის გეგმა მომზადდა.