საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებების შესახებ სამინისტროში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, გენერალური შტაბის წარმომადგენლები, აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენლობა, უცხოელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. უწყების ცნობით, თავდაცვის ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განვითარების 2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში აისახება.
