მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი მალე მამა გახდება. მისი რჩეული სალომე სულხანიშვილია.
წყვილი ახალ წელს ლევანის მშობლიურ სახლში, დედოფლისწყაროში შეხვდა. ფოტოზე სალომე სულხანიშვილს ეტყობა, რომ ორსულადაა.
ლევანი და სალომე ერთმანეთს 13 წლიდან იცნობენ, ის მსახიობის პირველი სიყვარული იყო, თუმცა, დაშორდნენ და სალომემ ფეხბურთელზე იქორწინა.
სალომე სულხანიშვილი გარკვეული პერიოდის მანძილზე პირველ ქმართან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ ოჯახი დაენგრა და საქართველოში დაბრუნდა.