მოკლული ბიზნესმენის ლევან კაჭარავას დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი ქილერმა მოკლა. აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ელენე კაჭარავა ვარაუდობს, რომ დანაშაული საზღვარგარეთ დაიგეგმა.
„მე გეუბნებით, რომ ეს არის დაქირავებული ქილერი…ის უკვე ალბათ, საქართველოში არ არის“, – აცხადებს ელენე კაჭარავა.
“მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება” – ახალი დეტალები ბაგებში ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობაზე