თითოეულმა მაყურებელმა უნდა გაითავისოს, რომ მას ხელისუფლების დასრულება შეუძლია – 100 ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს და ამ ხალხს [სამართალდამცავებს] უნდა მივაწვეთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, პირდაპირი ჩათვისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსული ნაგავი უნდა გაიტანონ.
„ამათთან რომ წინააღმდეგობაში შეხვალ, ხელისუფლებას დავამარცხებთ, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია. ხან ბევრი ვიქნებით, ხან ცოტა და რაღაც დროს (შეიძლება ხვალ ან ზეგ) რომ შევიკრიბებით 100 ათასი კაცი, ამათ უნდა მივაწვეთ. რუსული ნაგავი უნდა გავიტანოთ. ეს ხალხი თავის ოჯახს დავუბრუნოთ, პოლიციელი პოლიციელს დაემსგავსოს, ებრძოლოს კრიმინალს.
ესენი ხვალაც აქ უნდა იყვნენ, ოღონდ მონობას თავადვე აწერენ ხელს. ეგ ამათი ცალკე ტრაგედიაა. იმედი მაქვს, რომ ამათაც კარგად მივაწვებით თავის დროზე, შეიძლება ხვალაც იყოს ეს ამბავი, არ ვიცი“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ფოტო: ინტერპრესნიუსი