LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში

163
Capture

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ აქცია პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა ერთი მოთხოვნა აქვს – პოლიტიკისგან დაცლილი იყოს სასამართლო პროცესი.

არ მინდა მიხეილ სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში ვინმე ვიხილო, არც ამ ხელისუფლებიდან, არც რომელიმე ხელისუფლებიდან, არ მინდა ბიძინა ივანიშვილი ასე ვიხილო: ხატია დეკანოიძე

“ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო პროცესი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში გაიმართება და თუ სამართლებრივი იქნება ეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტ სააკაშვილს აუცილებლად გადაიყვანენ სხვა ქვეყანაში. ეს არ არის არც ვიწროპარტიული საქმე და არც პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მსვლელობისას რატომ არ იდგენენ ერთად ლევან ხაბეიშვილი და პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია? – ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ მთავარია, აქციაზე არის ყველა, ვინც სააკაშვილს გულშემატკივრობს.

ყოველ დღე უარესდება სააკაშვილის ჯანმრთელობა – ან ვეგუებით სიკვდილს ან თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად: ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g