LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მინდა მიხეილ სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში ვინმე ვიხილო, არც ამ ხელისუფლებიდან, არც რომელიმე ხელისუფლებიდან, არ მინდა ბიძინა ივანიშვილი ასე ვიხილო: ხატია დეკანოიძე

158
ხატია-დეკანოიძე-640x389-1

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სწორედ ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა მიიღოს. ამის შესახებ მან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

„ეს იყო სოლიდარობის აქცია ჩემი მეგობრების მიერ დაანონსებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ადამიანს, ვინც აქ იყო აქციაზე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე ძალიან ბევრ ადამიანს ანერვიულებს, ადარდებს.

თქვენ იცით, რომ მე ნამდვილად არ ვყოფ მხარეებად ჩემ პარტიაში მეგობრებს, არასოდეს არ დავყოფ. ყველას რაც გვადარდებს და გვაერთიანებს ახლა, არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი გადარჩენა. შესაბამისად, ყველა მოვედით, ვინც რეალურად ძალიან ვწუხვართ ამ ყველაფერზე. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, უნდა ჩაინიშნოს სასამართლო და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე დაყრდნობით, რა ჯანმრთელობის მდგომარეობაც სააკაშვილს აქვს. თქვენ იცით, რომ მე დრამატიზების გარეშე გიყვებით ხოლმე ყოველთვის მის ჯანმრთელობაზე და თქვენ იცით ჩემი ნამდვილად შოკის მომგვრელი მდგომარეობა, როდესაც მე მისი პალატა დავტოვე ბოლოს, 4 დღის წინ. ძალიან მძიმედ არის, ძალიან ცუდად არის და რეალურად ამას აჩვენებს დასკვნაც. როგორც გუშინ აშშ-ის ელჩმა განაცხადა, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ.

არ მინდა მიხეილ სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში ვინმე ვიხილო, არც ამ ხელისუფლებიდან, არც რომელიმე ხელისუფლებიდან, არ მინდა ბიძინა ივანიშვილი ასე ვიხილო, მაგრამ თუ იგი იმ კამერაში ასე იქნებოდა, მე აუცილებლად მივიდოდი, ვნახავდი და სასამართლოს მოვუწოდებდი, ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყოველ დღე უარესდება სააკაშვილის ჯანმრთელობა – ან ვეგუებით სიკვდილს ან თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად: ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g