LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: „გამარჯვებისთანავე ოზურგეთში დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ აეროპორტს ავაშენებთ“

125
ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ოზურგეთში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ეს იქნება ჰაბი და მაღალანაზღაურებად ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

ვიდეო: სესხი რომ აიღეთ 10 000 ლარი, 18 000 რომ არ უნდა გადაიხადოთ, კამათი რად უნდა? – ლევან ხაბეიშვილი

„კონკურენციის პირობებში, ცხადია, საპროცენტო განაკვეთი ვერ იქნება, ცხადია, თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აფიორა არ იქნება ამ ქვეყანაში, არც ეროვნული ბანკის პოლიტიკა იქნება ძარცვაზე ორიენტირებული და შესაბამისად, ვერც ბანკები გაძარცვავენ ჩვენს მოქალაქეებს.“

„ჩვენს მოქალაქეებს კი აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ოზურგეთიდან მოსახლეობის 30 პროცენტი, 25 000 ადამიანი ბოლო 5 წელში ქვეყნიდან წავიდა.

„ოზურგეთში მოსახლეობის 50 პროცენტს არ აქვს წყალი, 53 პროცენტი არის სოციალურად დაუცველი, 70 პროცენტს არ აქვს კანალიზაცია და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან ხუთი წლის განმავლობაში…

ლევან ხაბეიშვილი: ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად

და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰპარავს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები