LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილმა სემეკთან აქცია-პერფორმანსი გამართა

126
Capture231231

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებთან ერთად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა, სადაც მოქალაქეებისათვის დეკემბერ-იანვრის თვეში დარიცხული დამატებითი გადასახადის ამსახველი ფოტოები მიიტანა.

ლევან ხაბეიშვილმა მარგებულირებელ კომისიას 95 მოქალაქის განცხადება ჩააბარა, რომელიც დარიცხული გადასახადის გაუქმებას მოითხოვს.

„აქ მოვიტანეთ რამდენიმე ქვითარი, საილუსტრაციოდ, იმიტომ, რომ ნარმანიას ან ღარიბაშვილის ფერადი სათვალეებიდან შეიძლება არ ჩანდეს ქვითარზე დატანილი ძალიან დიდი თანხები, რომლებსაც ადამიანები ვერ იხდიან. 95-მა ადამიანმა მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“ დარიცხულ ზედმეტ გადასახადთან დაკავშირებით. ამ განცხადებას „სემეკში“ შევიტანთ და დავიცავთ მათ ინტერესებს. ვითხოვთ მოპარულის დაბრუნებას. ჩვენი ბრძოლის შემდეგ „სემეკმაც“ და ღარიბაშვილმაც აღიარეს, რომ ზედმეტი გადასახადი აქვთ დარიცხული მოქალაქეებს დეკემბერ-იანვრის თვეში. ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე, მათ შორის სამართლებრივად“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

magti 5g