LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონის“ მორიგი პრიზი

125
levankoguashvili

ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის ფილმის ფესტივალის პრიზი მოიგო. პრიზთან ერთად, ფილმის შემქმნელებს 100 000 დოლარიანი ფულადი ჯილდოც გადაეცათ. ლევან კოღუაშვილის ფილმი ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ჯუზეპე ტორნატორემ გადასცა, რომელიც ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ. მისი თქმით, ნომინანტებმა თემების მრავალფეროვნება წარმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ფილმი საქართველოს ნომინანტია „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები