„ჩვენი ეროვნული, ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის შედეგად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. როდესაც ჩვენთან ძალიან ახლოს, ამდენი უბედურება ტრიალებს, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებს, რომლის თანახმად, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
ლევან მაჭავარიანის სიტყვებით, „საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“.
„მიუხედავად, არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე.
საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით! ვინც, ჯერ კიდევ ვერ ათვითცნობიერებთ ამ ფაქტს, უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ!“ – წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
ჩვენი ეროვნული, ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის შედეგად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება….
Posted by ლევან მაჭავარიანი / Levan Machavariani on სამშაბათი, 10 მარტი, 2026
