LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაჭავარიანი: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ და მოახერხეს თავის შეკავება, ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა

113
ლევან მაჭავარიანი, ოცნების საარჩევნო შტაბი

„მათ სურთ, რომ არეულობა მოხდეს არჩევნებამდე იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საშტაბო მუშაობას და ვიღებთ ძალიან ბევრ მოქალაქეს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ბევრი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან შტაბში და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი და მათ მოახერხეს თავის შეკავება. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა ქართველებისთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ვინაიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირად განწირულები არიან არჩევნებში. ესენი არიან ჩვეულებრივად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა გააჩნიათ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მთავარ სლაიდზე გამოყენებული ფოტო გუშინდელი აქციიდან: Mo Se

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g