LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მახაშვილი შესაძლო საკადრო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, სპეკულაციებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ

131
ლევან მახაშვილი

„საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა – სპეკულაციებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ“, – ასე უპასუხა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვას.

„საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და სრულად მისი გადასაწყვეტია იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ პერიოდში შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს წინაშე. ვერ გეტყვით. ეს არის სრულად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი, ეს მისი კომპეტენციაა და კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, კონკრეტულ შემთხვევაში, სად, როგორ, რანაირად შეიძლება იყოს მთავრობა ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, შესაძლოა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ “ერთ-ერთი ვერსიით, “ქართული ოცნება” გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას განიხილავს, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ”. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, შესაძლოა, მინისტრად გელა გელაძის მოადგილე, რონი მესხი დაინიშნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g