LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მურუსიძე: ჩემი აზრით, სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც შეიძლება ფერხდებოდეს კანდიდატის სტატუსის მიღება

52
BeFunky-collage (1)

ჩემი აზრით, სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.

როგორც მურუსიძე აღნიშნავს, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის, ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს

დიმიტრი გვრიტიშვილი: უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ყოველთვის ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი

„რა თქმა უნდა რეფორმები მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩემი აზრით, სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება. ამას ყველა ობიექტური წარმომადგენელი დაადასტურებს. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის მათთან მიმართებაში. სასამართლოც თემის ხელზე დახვევა იმის, გამო რომ საქართველოში სასამართლო არ არის, ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა.

ჩემი გეგმა არის ის, რომ ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების წინაშე, მთავარი პრობლემა, რომელიც მე მიმაჩნია, ეს არის გადატვირთულობა, მოქალაქეები წლები ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. ეს არ მოხდა 1-2 დღეში, თუმცა უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რომ უახლოეს დროში მოსახლეობის წინაშე პირნათლები წარვდგეთ, ჩავაბაროთ ანგარიში, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”,- აღნიშნავს მურუსიძე.

ნიკა სიმონიშვილი: მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g