ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს. კობახიძეს ვინ ეკითხება? კობახიძე არის ინსტრუმენტი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, კობახიძე გამოყენებულია სისტემისთვის, თუმცა მან ვერ უზრუნველყო რიგი საკითხები, ვინაიდან მას კოლეგებში ავტორიტეტი არ აქვს.
„ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს. კობახიძეს ვინ ეკითხება? კობახიძე არის ინსტრუმენტი, რომელიც ამ შემთხევვაში არის გამოყენებული ამ სისტემისთვის, უბრალოდ მან ვერ მოახერხა იმის უზრუნველყოფა, რაც აიღო ბიძინა ივანიშვილისგან. მას არ ჰყოფნის ავტორიტეტი, საკუთარ კოლეგებთან პარლამენტში, რომ აი ამ ცირკს არ გვაყურებინონ ტელევიზორში, თოერმ ვინ ეკითხება კობახიძეს“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ორ ფორმატში გაიწერება.
როგორც კობახიძემ განმარტა, ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და საპარლამენტო ფორმატი.
მისივე თქმით, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დიალოგის საფუძველზე შეჯერდებიან.