LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან რატიანის დედა შვილის ჯანმრთელობაზე ღელავს: „უკვე ძალიან გადაიღალა, ფეხი სტკივა და თავს რომ მიხედოს, ეგ ვერ მოახერხა…“

862
levanratiani

ცნობილი ექიმის, ლევან რატიანის დედა, მარინა გვასალია შვილის შესახებ ჟურნალ „გზას“ ესაუბრება და აღნიშნავს:

„მისთვის დაღლა არ არსებობს, პაციენტს თუ სჭირდება, დღე და ღამე არ იცის. უკვე ძალიან გადაიღალა, ფეხი სტკივა და თავს რომ მიხედოს, ეგ ვერ მოახერხა. ვუთხარი, ყველას სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ ცოტათი შენს თავსაც მიხედე-მეთქი. რამდენჯერ დამირეკავს ღამის 12 საათზე, ისევ კლინიკაში იყო – ვიღაც ცუდად არის და ჯერ ვერ წავალო. დამძიმებულ პაციენტს არ ტოვებს, ხშირად შინ დასაძინებლადაც ვერ მიდის…

„რუსთავი 2“-ზე რომ გადაცემა გადის, სადაც ლევანი თანაწამყვანია, ისეთი კმაყოფილი და აღფრთოვანებული ვარ, სულ იდეის ავტორს ვლოცავ – ლევანს მაშინ მაინც ვხედავთ. მე და ჩემი მეუღლე მაგ დროისთვის სოფელში ყველა საქმეს მოვილევთ ხოლმე და ვუყურებთ, შვილის მონატრებას ასე ვიკმაყოფილებთ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g