ცნობილი ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი საცხოვრებლად ნიუ იორკში დაბრუნდა და წერს, რომ მის წინაშე შესაძლებლობების უზარმაზარი ველი გადაიშალა:
„სულ რამდენიმე დღეა ჩემს მეორე ქალაქს, ნიუ-იორკს, მრავალი წლით დავუბრუნდი ?? და უკვე, შესაძლებლობების უზარმაზარი ველი გადაიშალა, ახალი გეგმებით, წინადადებებით და სახელოვნებო პროექტებით. ეტაპობრივად ბევრ მასალას გაგიზიარებთ (თვალი მიადევნეთ ინსტაგრამს: @levan.artist).
ხვალიდან, ძალიან დატვირთულ შემოქმედებით თავგადასავალს ვიწყებ შუაგულ მანჰეტენზე, სადაც SVA არტ რეზიდენციის გამარჯვებული გავხდი; ჩემი სახელოსნოს სტუმრები იქნებიან მსოფლიო ხელოვნების სამყაროს ყველაზე გავლენიანი ხელოვანები, არტ კრიტიკოსები, მუზეუმების კურატორები, გალერისტები და კოლექციონერები.
დედის დაკარგვით მოგვრილი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, ეს ე.წ. „come back”-ია ოკეანეში, ამბიციებით, შრომით და საერთაშორისო პროექტებით, სადაც საქართველო ყოველთვის ღირსეულ ადგილს დაიკავებს…“