LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მიდი საქართველო! მიყვარხარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – ლევან სონღულაშვილი

197
2024-05-12_01-09-41_295082

მხატვარი ლევან სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს ამერიკიდან ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,მიდი საქართველო! მიყვარხარ. გამარჯვება ახლოსაა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – წერს ,,ინსტაგრამზე” ლევან სონღულაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ მიმდინარეობს.

მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წამოვიდნენ.

„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!”- უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მსვლელობა

მსვლელობით მოემართებიან აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.

მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები რუსთაველის გამზირზე, ასევე მარჯანიშვილის მოედნისა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში”- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ამ წუთებში მარშს 4 ლოკაციიდან მართავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები