LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვარშალომიძე: „ივანიშვილი 39 დღეში უნდა გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ“

173
მიხეილ სააკაშილი და ლევან ვაშალომიძე

„39 დღეში ივანიშილი უნდა გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს დიდი შედეგით მოიგებენ.

„თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი… ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ“ – მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ გამარჯვება ძალიან ახლოს არის.

ლევან ვარშალომიძე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო.

„მიშა სააკაშვილის წიგნი არ არის მხოლოდ ერთი წიგნის პრეზენტაცია, ეს არის მისი ცხოვრება, რომლის გადმოცემასაც ერთ წიგნშიც ვერ შევძლებდით. მიშა სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უკვე ღირსეულად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საქართველოს ისტორიაში შევიდა, რომელმაც შექმნა ახალი საქართველო და დღეს, დღევანდელი გადმოსახედიდან მართლა ყველას გვაქვს 39 დღე დარჩენილი.

39 დღეში ივანიშვილი უნდა გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ. ასე რომ ვმუშაობთ, განწყობა კარგია და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი შედეგით მოვიგებთ ამ არჩევნებს“. – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g