„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ვარშალომიძეს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.
მიზეზი სხდომების გაცდენაა. ლევან ვარშალომიძე არ დასწრებია 2022 წლის საგაზაფხულო სესიის არც ერთ სხდომას.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება იმ შემთხვევაში, თუ ის არასაპატიო მიზეზით არ ესწრება მორიგე სხდომებიდან ნახევარზე მეტს.